Thursday, November 13, 2014

მილოცვა

გილოცავთ გიორგობას! წინ...მწვერვალებისკენ!

პროექტის გეგმა - სიმღერად ქცეული ლექსები

1.პროექტის სახელწოდება:  სიმღერად ქცეული ლექსები
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  ლექსი და სიმღერა
3. პროექტის აქტუალობა: ლექსებზე დღესაც იქმნება სიმღერები
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნონ ლექსებს, რომლებზეც სიმღერებია შექმნილი და იმსჯელონ იმაზე, თუ რა განაპირობებს ლექსების სიმღერებად ქცევას.
5. მონაწილეთა ასაკი: 13-დან 16 წლამდე
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გაეცნობიან სიმღერად ქცეულ ლექსებს;გაიმდიდრებენ ცოდნას პოეზიისა და მუსიკის შესახებ; შექმნიან ნამუშევრებს,დაწერენ ესეებს;მოაწყობენ პოეზიის საღამოს; დახვეწენ ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.                                
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტის მონაწილენი ინტერნეტში მოიძიებენ სიმღერად ქცეულ ლექსებს ; იმსჯელებენ იმაზე,თუ რა განაპირობებს ლექსის სიმღერად ქცევას;დაწერენ ესეებს; მოაწყობენ პოეზიის საღამოს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გამოუმუშაოს მოზარდს ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა,შეაყვაროს კითხვა;ხელი შეუწყოს მხატვრული ნაწარმოებების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების უნარის ჩამოყალიბებას; ისტ-მოსწავლემ მოიძიოს მასალა, შექმნას პრეზენტაცია და განათავსოს ბლოგზე. მუსიკა- შეაყვაროს სიმღერა;
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ც.ქიტიაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13. პროექტის ვებ-გვერდი: